პოლიტიკა
ის ადამიანები, ვინც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მეხუთე-მეექვსე ეშელონს შეადგენდნენ, დღეს ”ქართული ოცნების” სახელით მე მიყენებენ პრეტენზიებს?! - მარგველაშვილი

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა.

ქართული ოცნებისდეპუტატთა გარკვეული ჯგუფისთვის, ბევრი პრობლემის გადასაფარავად, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება მომგებიანია, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი. ეს შეურაცხმყოფელი ეპითეტები იმისთვის არის, რომ ჩაგვრთონ ჩვენ ამ რაღაც შოუში, სადაც ერთმანეთს ვლანძღავთ და ამ ლანძღვის ფონზე გადაიფარება მთავარი პრობლემა.

ოთხი წელიწადიქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაერთმანეთთან იყო დაპირისპირებული. ახლა რაღაც ახალი უნდათ, რადგან ეს მოსწყინდა საზოგადოებას. მე ამ ყველაფერში არ ჩავერთვები. ჩვენი ქვეყნისთვის სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ უფრო სტაბილური უსაფრთხოების სისტემები ავაგოთ, ეკონომიკურ საკითხებს მივხედოთ და არა ის, თუ მე რას ვუპასუხებ მათ!

ის ადამიანები, ვინც მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) დროს მეხუთე, მეექვსე ეშელონს შეადგენდნენ (ანუ იყვნენ არა ენმ–ს „ნაღები“, არამედ ყველაზე დაბალი დონის „სათადარიგო მოთამაშეები“ – საქინფორმი), დღეს ”ქართული ოცნების” სახელით მე მიყენებენ პრეტენზიებს!”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც თავად იყო უმაღლესი დონის „ნაციონალი“ პარტია ენმ–ს დაფუძნების დღიდან 2005 წლამდე, სანამ მიშა სააკაშვილმა მისი მეგობარი – პრემიერი ზურაბ ჟვანია თავში საფერფლის ჩარტყმით არ მოკლა...