სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებამ კიდევ ერთი სასულიერო პირი - მამა დავით ჭინჭარაული დაჰკითხა

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამასთან, დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატები სინოდის ყველა წევრის სასამართლო პროცესზე დაკითხვას ითხოვენ.

მათ დეკანოზისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატები სინოდის სხდომის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძე გაათავისუფლებულია საპატრიარქოში დაკავებული თანამდებობებიდან. 

“სასულიერო პირები, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებიც მზად არიან, პროკურატურას მისცენ ჩვენება მათთვის საინტერესო შეკითხვებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ჩვენ რასაც მივუთითებდით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს, რომ უშუალოდ ადვოკატს ანუ ადვოკატებს არ ჰქონდათ უფლება, რომ დაეკითხათ ეს სასულიერო პირები. თუ პროკურატურა მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ამომწურავი და დასაბუთებული ჩვენება მისცენ“, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ