საზოგადოება
11 აპრილს გავცემ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც შესაძლოა, აინტერესებდეთ საკრებულოს დეპუტატებს - დავით ნარმანია

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშით წარდგება.

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პასუხის გაცემას ნატა ნაზღაიძის საქმეზე, აღნიშნა, რომ ის აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხოს.

„11 აპრილს საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარვდგები. ასევე, ვისაუბრებ 2017 წლის გეგმებზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ და, ასევე, გავცემ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც შესაძლოა, აინტერესებდეთ საკრებულოს დეპუტატებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.