აქტუალური
დონბასის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული კიეველი ტერორისტები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან

    საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინაში – დონბასის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მათ მიერვე ამოხოცილი მოსახლეობის ხელით დაშავებული  ე. წ. უკრაინის  არმიის 11 უკრაინელი სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჭრილობების მოსაშუშებლად ჩამოვიდა. ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. ამ ვაი–სამხედროების  უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უბედურ უკრაინელ ნეოფაშისტ–ბანდერელებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი  დახვდნენ.

ეს უკვე კიეველი ბოევიკების მეშვიდე ჯგუფია, რომელიც რეაბილიტაციის კურსის გასავლელად  უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.