რელიგია
ილია მეორე: წმინმდა გიორგის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება! ის სიყვარული, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო, უნდა დაბრუნდეს!

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის  მშენებარე ეკლესიაში განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ის სიყვარული, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო, უნდა დაბრუნდეს.

„წმინდა გიორგი არის სწრაფად შემწე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამთლიანდება. მე მქონდა ბედნიერება, 11 წელი ვყოფილიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. სიყვარული და სასოება სუფევდა ჩვენ შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი დადგეს თავის ადგილზე. წმინდა გიორგი ეწამა ქრისტესთვის და ჩვენ ვეწამებით ასევე ქრისტესთვის, მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება. ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა”, - ბრძანა პატრიარქმა.