სამართალი
ეს რას ელ ხაიმას ემირის პირადი გადაწყვეტილებაა - გელა მიქაძე მისთვის მისჯილ 15-წლიან პატიმრობაზე საუბრობს

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გელა მიქაძემ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.

აღმოჩნდა, რომ დღეს, 2017 წელს, 7 წლის მერე, რაღაც საქმე აწარმოეს და მეორე მხარეს, ფაქტობრივად, წერილიც არ გამომიგზავნეს“, - განაცხადა გელა მიქაძემ, რომლის თქმითაც, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან არანაირი შეტყობინება არ მოსვლია, რომ პროცესი იმართებოდა და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის დეპუტატს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასეთი რამ მსოფლიოს იურისპრუდენციას არ ახსოვს საერთოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა საემიროს ემირმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება თავის ოთახში და გამოიტანა განაჩენი“, - განაცხადა მიქაძემ.

გელა მიქაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯათ კომპანია “რაკიას” ყოფილ ხელმძღვანელებს.