პოლიტიკა
განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ბრიუსელის სამიტს ალიანსი განახლებული შემადგენლობით ხვდება - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ მედიასთან ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საუბრობს. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელის სამიტი იქნება ახალი ეტაპი ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

"განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ბრიუსელის სამიტს ალიანსი განახლებული შემადგენლობით ხვდება. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის ურყევობის დადასტურებას. ეს კი იმედისმომცემია საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნებისათვის", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.