პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.  26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.