საზოგადოება
საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში -კახა კალაძე

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა - აცხადებს ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

„ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია "როშე" და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.