პუბლიკაციები
სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი).
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ  ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც  მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა,  უკავშირდებოდა  და გარკვეული თანხის სანაცვლოდ  სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა  ჰ.ქ.  ბრალდებულის სახით  2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


წყარო - http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1297