საზოგადოება
„ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ მოხვედით სააკაშვილის ბანდის მიერ დახოცილი ადამიანების სისხლზე!“ - მჟავანაძე

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს:

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიჭრათ ის ტოტი, რომელზედაც ზიხართ და არ დაარბიოთ ხვალ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული და გამწარებული ხალხი გეგმავს. თუ ამას გააკეთებთ:
1. დაკარგავთ ქართველი ხალხის ნდობას.
2. არჩევანს გააკეთებთ ფაშისტებსა და პატრიოტებს შორის ფაშისტებზე.
3. დაანახებთ „ნაცმოძრაობას“, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თქვენ მომავალში აღარ გექნებათ და ეს მათ ფრთებს შეასხამს ახალი მაიდნის მოსაწყობად.
4. ხვალინდელი არასწორი მოქმედებით იცოდეთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებთ „ქართულ ოცნებას“ და კახი კალაძეს მომავალი არჩევნების წინ.
5. ნუ გავიწყდებათ რომ თქვენ მოხვედით ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, სერგო თეთრაძის და კიდევ უამრავი სააკაშვილის ბანდის მიერ დახოცილი ადამიანის სისხლზე, ამიტომ ნუ დაუპირისპირდებით ხვალ მათ მშობლებს და ახლობლებს და ნუ დარჩებით მარტო ქართველი ხალხის პირისპირ“.