პოლიტიკა
პრეზიდენტის ფონდი პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობრებს, მის ყოფილ ინსტიტუტს, ავტოსერვისს, ფემინისტებს და ლგბტ-ს აფინანსებს

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას უწყებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს.

 აუდიტის სამსახურმა შენიშვნები იმის გამო გამოთქვა, რომ ცალკეული პროექტები არა ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

 ერთ-ერთი ასეთია გიორგი მარგველაშილის მეგობრის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ის მამუკა ბერიაშვილ პროექტი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 282,3 ათასი ლარით დაფინანსდა. 

 საქინფორმის მითხველს შევახსენებთ, რომ კერძო ინსტიტუტი GIPA საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დააარსა და მის რექტორად გიორგი მარგველაშვილი დანიშნა, სადაც ის პროფესო საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე მუშაობდა.

 აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშვნები ავტოპარკის მომსახურებისთვის შერჩეული კომპანიის გამოც აქვს. დოკუმენტის მიხედვით, 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "ავტოსერვისცენტრი+", რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ზუსტად ვერ მტკიცდება, აკმაყოფილებდა თუ არა ის სატენდერო პირობებს.

 საპრეზიდენტო ფონდიდან მსხვილი გრანტი მიიღო საქართველოს მთავარმა ფემინისტმა ბაია პატარაიამაც - ენჯეო კავშირი „საფარის“ დირექტორმა, რომელიც საქართველოში ფემინისტებისა და ლგბტ-ს უფლებებს იცავს.