სამართალი
„საქართველო და უკრაინა ნატოში შესვლისთვის მზად არ არიან!“ - კურტ ვოლკერი

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს საქართველო ასევე არ არის მზად, ნატოს წევრი გახდეს. უკრაინასთან შედარებით საქართველოს მეტი პროგრესი აქვს. მხედველობაში მაქვს გამჭვირვალობა, ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რეფორმები თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.
თუმცა, არა მგონია, ნატოში დღეს ვინმემ თქვას, საქართველოს წევრად მისაღებად  მზად ვართო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია, და ის მოემზადოს იმისათვის, რომ  პირველ რიგებში იყოს, როდესაც ნატო შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ვოლკერმა.