აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი საქართველოში საკუთარ მისიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე პოლკოვნიკ კიოლერს I რანგის კაპიტანი შტეფან ანიგჰოფერი შეცვლის, რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს.
გაცილების ღონისძიებაზე ძირითადი ჯგუფის გერმანელი ლიდერი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის დაჯილდოების ცერემონიალზე, ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.