აქტუალური
“პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების მთავარი მიზეზი პრეზიდენტის ფუნქციებსა და კომპეტენციებთან მისი შესაბამისობაში მოყვანაა!” - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. „როგორც იცით, ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე. ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან. ამჟამად არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის. ეს პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა ეს პრობლემები, ეს გამოწვევები და ამიტომ ვცვლით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არაპირდაპირი არჩევის წესით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.