საზოგადოება
პუტინი: „ჩემთვის ყველაზე მთავარი საიმედოობაა! საიმედოობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი კი მიღწეული შეთანხმების შესრულების უნარი, სიტყვის კაცობაა“

     საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საიმედოობას და სიტყვის კაცობას ადამიანის უმთავრეს თვისებებად მიიჩნევს. მისი აზრით, სწორედ ეს თვისებები ახასიათებს ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ატამბაევთან შეთანხმება ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ „თუკი რამეზე შეთანხმდებიან - ის ბოლომდე მიდის“.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ყირგიზეთის პრეზიდენტის საიმედოობის წყალობით შეძლო ქვეყანამ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ნდობის მოპოვება.
პუტინმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამუშაო, რომლითაც ის ატამბაევთან ერთად არის დაკავებული, „ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა“ და „კარგადაც გამოდის“.
შეგახსენებთ, რომ პუტინი და ატამბაევი ერთმანეთს 14 სექტემბერს სოჭში შეხვდნენ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებაზე. პრეზიდენტებმა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის ზრდაზე იმსჯელეს.