პოლიტიკა
საქართველოში 2018 წელს სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზება იგეგმება

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სერბეთის ვიცე-პრემიერის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის რასიმ ლიაიჩის შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის დელეგაციის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.