პოლიტიკა
საქინფორმის პროგნოზი დასტურდება - პრეზიდენტი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილთან ალიანსში გავა!

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდება ერთ - ანტირუსულ, ანტიქართულ და პროდასავლურ პლატფორმაზე მდგომი ოპოზიციური ძალების ალიანსები. კერძოდ, საქინფორმი აფრთხილებდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის (რომელსაც მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის გაწყვეტის შემდეგ საკუთარი პარტია არ ჰყავს) სავარაუდო ალიანსის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერთან, რესპუბლიკური პარტიის ყოფილ ლიდერ დავით უსუფაშვილთან.
საქინფორმის ვერსიამ დადასტურება დაიწყო: გასულ კვირას დავით უსუფაშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც მომავალში ქართული სახელმწიფოებრიობის აშენების ეტალონის პროპაგანდას მიუძღვნა. „ჩვენ მაშინ ჩამოვყალიბდით და რუსეთისგან გავთავისუფლდით“ - ეს არის უსუფაშვილის ტელეინტერვიუს ლაიტმოტივი.
გუშინ კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კამპანია დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენრესპუბლიკის 100 წელი (ჩათვალეთ - წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია) თელავიდან დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე რუსეთის სახით მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე ილაპარაკა.
კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში წარმოდგენილია მობილური ფოტოგამოფენა, რომელიც 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს, ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. შეხვედრის დასასრულს მარგველაშვილმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (რომლის დროსაც საქართველო მთელი ევროპის საარმიო კორპუსების მიერ იყო ოკუპირებული) გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა.