აქტუალური
თურქეთი საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორია, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, აშშ-სთან კი მჭიდრო ურთიერთობა აქვს - მიაჩნია საქართველოს მთავარ მზვერავს

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-“, – განაცხადა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კონსტრუქციული იყო. მისივე თქმით, ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის რეალურია და ქვეყანა ამ გამოწვევებისთვის მზად უნდა იყოს.