პოლიტიკა
საქართველოს მეზობლები ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის და რეგიონის ყველა ქვეყნისთვის - მარია ზახაროვა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია, სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას, არსებული რუკების მიხედვით შეჯერდნენ და ერთობლივად განსაზღვრონ - სად გადის ხაზი არაღიარებულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება, რომ ეს ხაზი ხილული იყოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ან საქონლის მწყემსვის დროს უნებლიე დარღვევების თავიდან ასაცილებლად. საქართველო უარს ამბობს, რათა საზღვრის ვითომ გადაწევის თემაზე სპეკულაციის შესაძლებლობა არ დაკარგოს. ასე რომ, სამხრეთ ოსეთის მხარეს საზღვრის დემარკაცია ცალმხრივად უწევს.
...საქართველოს მეზობლები ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტის აღიარება საშუალებას მოგვცემს, იმედი ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში თბილისში შეძლებენ, მთლიანად გააცნობიერონ და მიიღონ პოლიტიკური რეალობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის და რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში.