პოლიტიკა
საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეექვსე დღეა, მოსკოვშია, მაგრამ ვიზიტის მიზნებზე არაფერს იუწყება

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეექვსე დღეა, მოსკოვში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს „პატრიოტთა ალიანსის“ მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთში, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოდან თავისი დიპლომატის გაძევების გამო საპასუხო ზომები მიიღოს. რომ ჩამოვალ, მერე გავაკეთებ კომენტარს. ეს, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ვიზიტია“, - განუცხადა ლომიამ ჟურნალისტებს.
როდის დაიწყება ვიზიტი და ვის შეხვდებიან ქართველი დეპუტატები, ამჟამად ცნობილი არ არის. აპრილის დასაწყისში დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ ქართული დელეგაციის შემადგენლობა იგივე იქნება, ანუ მოსკოვში მოლაპარაკებებზე თავად მარშანია, ლომია და ნატო ჩხეიძე გაემგზავრებიან.
ის დამოუკიდებელი პარტიაა და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა მათი ამომრჩევლის წინაშე. მე ვიცი, რომქართული ოცნებაარის პროევროპული და პროდასავლური პარტია და ჩვენი პოლიტიკის მთავარი ვექტორი არის პროდასავლურობა. დანარჩენმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი იძულების მექანიზმი, ბუნებრივია, დემოკრატიულ სახელმწიფოში რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, თვითონ აიღებენ იმაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, - ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტებზე მოსკოვში.