საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი - ბუქარესტის სამიტიდან დღემდე საქართველოს ჯარის დიდ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე და ამ წლებში ქვეყნის ტრანსფორმაციაც მოხდა

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ვუყურებ და ვადარებ იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც საქართველოს 10 წლის წინ ჰყავდა, უნდა ვთქვათ, რომ დიდ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ქვეყნის ტრანსფორმაციაც მოხდა.
ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შემთხვევაში დაიწყებოდა თუ არ ომი. გულახდილად რომ გითხრათ, ყველა შესაძლო არგუმენტი მომისმენია, მაგრამ შეუძლებელია, გამოიცნო ის, თუ რა მოხდებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ბუქარესტის სამიტიდან გასული 10 წლის აღნიშვნა. აუცილებელია, ყველამ ერთად ვთქვათ, თუ რამდენად შორს წავედით ამ წლებში. როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ვუყურებ და ვადარებ იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც საქართველოს 10 წლის წინ ჰყავდა, უნდა ვთქვათ, რომ დიდ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე და ამ წლებში ქვეყნის ტრანსფორმაციაც მოხდა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
იუბილე კარგია იმისათვის, რომ გავიხედოთ უკან და ვთქვათ, რა შორს წავედით, რამდენი რამ შეიცვალა, როგორ გამყარდა და გაღრმავდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება“, – განაცხადა აპატურაიმ.