აქტუალური
განათლების სამინისტრო, შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი - იუსტიციის სამინისტროსთან

     საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება.

პირველი არხის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო, შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი – იუსტიციის სამინისტროსთან.

არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში ის ვერსიაც განიხილება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სფერო გამოეყოს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირება იგეგმება.