უცხოეთი
დონალდ ტრამპი - თუ პეკინი „სავაჭრო პრაქტიკას“ არ შეცვლის, ვაშინგტონი დამატებით ტარიფებს დაუწესებს

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. თუ ჩინეთი აშშ-სთან სავაჭრო დისბალანსს არ შეამცირებს, ვაშინგტონმა პეკინს შესაძლოა, დამატებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფები დაუწესოს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პეკინი „სავაჭრო პრაქტიკას“ არ შეცვლის, 10%-იანი ტარიფები დაწესდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დისბალანსით უსამართლოდ სარგებლობს.

ჩინეთი აშშ-ის რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია, თუმცა პეკინთან ვაშინგტონის სავაჭრო დეფიციტი 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს „შანტაჟში“ ადანაშაულებს.

აპრილში აშშ-მა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა.

1tv.ge