უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეგიონში სულ მცირე, 80 ბირთვული ქობინია, არცერთი მათგანი არ არის ირანის

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბირთვული ქობინები მხოლოდ ომის მოსურნე ისრაელის საკუთრებაა, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„რეგიონში სულ მცირე, 80 ბირთვული ქობინია. არც ერთი მათგანი არ არის ირანის. ქობინები ისრაელს ეკუთვნის, რომელიც მუდმივად მოთქვამს გაყალბებულ ირანულ „ამბიციებზე“. დროა, რეგიონის ნამდვილ საფრთხეზე დებატები გაიმართოს“, – განაცხადა მოჰამად ჯავად ზარიფმა.

ირანული მედია წერს, რომ ისრაელი 75-დან 400-მდე ბირთვულ იარაღს ფლობს, მათ შორის თერმობირთვულ შეიარაღებას.

1tv.ge