რედაქტორისგან
სანდრა „კრუპსკაია“ ვერ მოასწრებს „მეგრული აჯანყების“ მოწყობას - მას დააპატიმრებენ და საქართველოდან გააძევებენ, როგორც მიშა „ლენინი“ გააძევეს უკრაინიდან! - ხიდირბეგიშვილი

     საქართველოში კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ სააკაშვილის პარტია ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელეკომპანია რუსთავი 2“ უკანასკნელ დღეებს ითვლიან.

     მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილმა, მისმა ვულგარულმა სამოქალაქო ცოლმა სანდრა რულოვსმა (მათ ეკლესიაში ჯვარი არ დაუწერიათ, სანდრა მოუნათლავი ათეისტია) და „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა - საქართველოს მთავარმა გეიმ ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობას (ამჯერად - ზუგდიდელებს), აგრეთვე განაცხადეს, რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობას აპირებენ, ადვილი მისახვედრია, რომ მათ მიმართ მალე კანონი ამოქმედდება (თუნდაც - დიდი დაგვიანებით!). დღეს ისინი მარტო დარჩნენ - მათზე ყველამ უარი თქვა, ვინც სამშობლოს ღალატზე არ წავა, მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნიკანორ მელიამ.

       რულოვსის (ცე-რე-უ-ს უცნობი წარმოშობის აგენტის, რომელიც სააკაშვილს მისმა ბიძამ - კა-გე-ბე- და ცე-რე=უ- ორმაგმა აგენტმა თემურ ალასანიამ შეახვედრა) ამოცანა მიშას ამოცანის იდენტურია, რომელიც მას 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა. ანუ, აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში - სამეგრელოშიმეგრული აჯანყებაგააჩაღოს, რათა რუსეთმა იქ თავისი ჯარი შეიყვანოს დესტაბილიზაციის და „ა ლა სააკაშვილი“ სისხლიანი პროვოკაციების შიშით, მერე კი ეს რეგიონი აფხაზეთს მიუერთოს. იგივე განახორციელა სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონის მიმართ, როცა ის სამხრეთ ოსეთად გადააქცია.

     მაგრამ ის ამის გაკეთებას ვერ მოასწრებს - სანდრა-მფატრავს, რომელიც ცინიკურად ეწევა მანიპულირებას საქართველოს განსვენებული პირველი პრეზიდენტის სახელით („მე გავივლი ზვიად გამსახურდიას გზას სოფლიდან სოფლამდე!“), სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის დააპატიმრებენ და ბრალს წაუყენებენ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში (პატიმრებისა - საქართველოში და სამხედროების - უკრაინაში). შემდეგ კი სადაზვერვო სამსახურის თხოვნით, რომელმაც რულოვსი ინსტრუქციების მთელი რულონით მოამარაგა, თუროგორ უნდა მოაწყოს მეგრული აჯანყება“, მას ხელბორკილდადებულს დეპორტირებას გაუკეთებენ საქართველოდან ნიდერლანდებში, ისევე, როგორც მიშას გაუკეთეს კიევიდან ვარშავაში. ეს უზომოდ გაუხარდებათ თემურ ალასანიას მთელ ოჯახს და სააკაშვილის დედას - კა-გე-ბე-ს აგენტს გიული ალასანიას, აგრეთვე პრეზიდენტობის ამასწინანდელ კანდიდატს სააკაშვილის პარტიისაგან, კა-გე-ბე-ს აგენტს გრიშა (გრიგოლ) ვაშაძეს!

რატომ? - ეს უკვე ცალკე საინტერესო საუბრის თემაა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 21 მაისი
საქართველო, თბილისი