პუბლიკაციები
ქართულმა სასამართლომ სააკაშვილის თანამებრძოლს აპატია დანაშაული, რომლისთვისაც ნებისმიერ სხვას 15 წლის პატიმრობას მიუსჯიდნენ! - საქინფორმი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოჰაბიტაციის რეჟიმი გამოაცხადა, არ დასაჯა სააკაშვილისეული მკვლელების ზონდერჯგუფები და არ აკრძალა ყოფილი მმართველი პარტია ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობა, რის შედეგად ეს უკანასკნელი პარლამენტში შევიდა!    

     ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებულმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა აღესრულებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილება სააკაშვილის ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შესახებ, რის შედეგადაც „ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღიურად არყევს სახელმწიფოს და ხელისუფლების საფუძვლებს, რომელსაც დაამხობს, როგორც 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება და იმ დროს მმართველი პარტია მოქალაქეთა კავშირი დაამხო!

     გასულ პარასკევს კი ქართულმა სასამართლომ სასამართლოს დარბაზში გაათავისუფლა პატიმრობიდან ცნობილი ხულიგანი, „ნაცმოძრაობის“ სახე დათო კიკიტაძე, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, რომელსაც „ბედნიერება“ არა აქვს, სააკაშვილის თანამებრძოლი იყოს, 15 წლით მაინც ამოყოფდა თავს ციხეში! ამის სამწუხარო შედეგს სულ მალე ვნახავთ - კირკიტაძე ისევ დაესხმის თავს პოლიციელებს, ისევ მიაყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და დააზიანებს პოლიციის ქონებას, როგორც კი ამას სააკაშვილი უბრძანებს! ალბათ, ეს სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლისას მოხდება, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება.

       შევახსენებთ თვალთმაქცებს - კირკიტაძის თანაპარტიელებს, რომლებიც სიხარულისაგან მას პირდაპირ სასამართლოს დარბაზში ლოშნიდნენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმული მმართველობის დროს პარლამენტარმა კირკიტაძემ უხეშად მიაყენა შეურაცხყოფა პარლამენტის დაცვის რიგით ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ვადიან სამხედრო სამსახურს შსს-ს ჯარებში გადიოდა. იმდენად სახალხოდ და ცინიკურად დაამცირა, რომ სააკაშვილმაც კი უბრძანა, ბოდიში მოეხადა ჯარისკაცისათვის, რომელმაც უკან არ დაიხია გავლენიანი პარლამენტარის - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის წინაშე! კირკიტაძემ, რა თქმა უნდა, თავის გურუსთან ურჩობა ვერ გაბედა და ბოდიში მოიხადა. ასე რომ, ხულიგნობა და მერე ბოდიშის მოხდა უთავმოყვარეო თავხედისთვის უცხო ხილი არ არის...

საქინფორმის რედაქცია