საზოგადოება
20-მა ოპოზიციურმა პარტიამ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა.

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლიდან ითხოვს.

15 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს. ოპოზიციას მაჟორიტარული წესის გაუქმება 2020 წლიდან უნდა. მათ არანაკლებ 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა 4 თვის ვადაში უნდა შეეგროვებინათ.

როგორც ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, ხელისუფლება იძულებული იქნება, გაიზიაროს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების ნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ დღეს შეგვაქვს 300 000 ხელმოწერა, მაგრამ კამპანია გრძელდება მილიონი ხელმოწერის შესახებ. 10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით და ამ ერთი თვის განმავლობაშიქართულ ოცნებასთანერთად ძალიან აქტიურად ვიმოძრავებთ საქართველოში. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდებაქართულ ოცნებას“ – არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც. ვისაც ეს დროში ვერ აქვს დანახული, შემიძლია, კონსულტაცია უფასოდ გავუწიო, როგორ უნდა ჩაეტიოს ეს ყველაფერი დროში და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალოს საარჩევნო გარემო. მართალია, იშვიათად, მაგრამქართულ ოცნებასხანდახან ახასიათებს გონივრული გამონათებები და ველოდები ამ იშვიათ გამონათებას ისევ მათთვის, სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.