აქტუალური
პრემიერ-მინისტრი ბახტაძე არაფრით აღიარებს, რომ ჯანმრთელობის მინისტრის სერგეენკოს გადადგომის შემდეგ თანამდებობას თვითონაც დატოვებს!

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე უარყო, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეცვლა იგეგმება.

პრემიერის განცხადებით, დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთგული და წარმატებული წევრი.

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი“, – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს გადადგომასთან დაკავშირებით კითხვას.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას კანცელარიაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ დატოვებდა და მინისტრის რანგში უკანასკნელად შეხვდებოდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელიც აშშ-დან ახლახანს დაბრუნდა.

ტელეკომპანია Rustavi 2-მა დავით სერგეენკოს შემცვლელიც დაასახელა - საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე.

დავით სერგეენკო საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეინტინგული მინისტრია. მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში სერგეენკო და თბილისის მერი კახ კალაძე ლიდერის პოზიციებს ინაწილებდნენ. რესპონდენტების 40% მათ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ნეგატიური დამოკიდებულება სერგეენკოს მიმართ აქვს 12%-ს, ხოლო კალაძის მიმართ – 18%-ს.