საზოგადოება
ლევან ვასაძე: არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს, მაგრამ თუ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს, არცერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისას, მაგრამ თუ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მის მიერ ჩამოყალიბებული საორგანიზაციო ჯგუფი არ დაუშვებს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი კვირეულის ჩატარებას.

ჩვენს მომხრეებს და მონაწილეებს დაუწყეს გამოკითხვებზე და დაკითხვებზე დაბარება, ესეც ტაქტიკა არის, ეტყობაჩვენი არევის, შეშინების, ან შესაძლოა, სამინისტრო ვალდებულია, რახან საქმე აღიძრა, ჩაატაროს ეს გამოძიება. ჩვენ ვთქვით, ძალიან მკაფიოდ, რომ ვითანამშრომლებთ მასთან. გუშინ, ერთ-ერთი ჩვენიანის დაკითხვაზე დაბარებისას, უკითხავთ, რატომ არ მოვარდა ხალხიო, ლევანი ხომ დაგვპირდა, გამოგგლიჯავთ ყველასო. ხალხნო, ნუ აურევთ ერთმანეთში იმას, რაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გავაჟღერეთ. მანამდე კი წყნარად და მშვიდად გამოძიების ყველა კითხვაზე ვიძლევით პასუხს და ვთანამშრომლობთ, რათა იყოს სიმშვიდე. ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ ისინიც არ არიან მოსურნეები ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებისა, რომელსაც არ ჩავატარებინებთ სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თავს დაიცავენ.

არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების, არავითარ შემთხვევაში. მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს იქიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ.

არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს, არცერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისას, მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს. თუ ეს დანაშაულია მათ თვალში, ჩვენ თვალში დანაშაულია ის, რასაც ეგენი ჩაიდეენ, თუ დაუშვებენ საქართველოში ასეთ არეულობას. ჩვენ გარდა, იქ მოვა უამრავი ხალხი, რომელიც არ არის არანაირად გაწევრიანებული საორგანიზაციო ჯგუფში, რომ წესრიგი იყოს. ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკონტროლებთ და იქ იქნება მაინც არეულობა.

ყველა იმ ადამიანის ფუნქცია, ვინც ჩაეწერა მოხალისეთა სახალხო ჯგუფებში, არ არის უკანონობის ფორმირება, არამედ სიწყნარის და სიმშვიდის შენარჩუნება და იმ ხალხის იქიდან გაყვანა ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი მეთოდით“, – განაცხადა ვასაძემ.

ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირთა სხვადასხვა აზრის კომენტირება, საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან, – განაცხადა, აგრეთვე, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში „თბილისი პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს.

მინდა, გამოვეხმაურო იმ საეკლესიო პირების განცხადებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენი მხრიდან ეს არ არის ქრისტიანული მოქმედება. ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირების სხვადასხვა აზრის კომენტირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან. დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ქართველი ხალხი წინ უნდა აღუდგეს და ეს .. პრაიდი, გარყვნილების აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. ასე რომ, შიდა აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიის სხვადასხვა პატივცემულ პირებს შორის, რა არის ქრისტიანული და რა არა, ასევე იმ ხალხს, იმ საეკლესიო პირებს, ვისაც მიაჩნია, რომ საპატრიარქოზე უკეთ ესმის ქრისტიანობა, ჩვენ არავითარ კომენტარს არ გავუკეთებთ. ეკლესია ამ საკითხს თვითონ მიხედავს, როგორც ყოველთვის უყურებდა 2 ათასი წლის განმავლობაში, თვითონ გაერკვევიან, რა და როგორ. ჩვენთვის კი, სრულიად ცხადი და საკმარისი იყო საპატრიარქოს განცხადება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.