საზოგადოება
რუსი ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მონახულება დღის წესრიგში რჩება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის რუსი ექსპერტების მიერ მონახულება დღის წესრიგში რჩება, – ამის შესახებ, სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

საქართველოსთან ურთიერთობებში სიტუაცია გართულდა. ახლა წინა პლანზე სხვა საკითხებია, თუმცა ამ ლაბორატორიაში ვიზიტის თემატიკა ჩვენ არ მოგვიხსნია, ის კვლავ დღის წესრიგში რჩება. საჭიროა უბრალოდ თბილისში კოლეგებთან ასეთი ვიზიტის პარამეტრების შეთანხმება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ამასთან, რუსი დიპლომატის თქმით, აღნიშნული საკითხი პირველ პლანზე არ არის.

ამჟამად ეს არ არის ნომერ პირველი საკითხი, ის წინა პლანზე არ არის. სრულიად სხვა თემებმა გადაფარა ეს სიუჟეტი“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.