საზოგადოება
სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ! - პრესსპიკერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის აზრი გაახმოვანა

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა შეკითხვაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწაფიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და ამ მხრივ თქვენ იხილეთ გუშინ პროკურატურის განცხადება, რომელმაც მოუწოდა მხარეებს, რომელიც ფლობს გარკვეულ მტკიცებულებებს, მიაწოდონ გამოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. მოვლენები უნდა შეფასდეს და პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს. სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუ ამ ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს არის გამოძიების თემა. თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც გადაამეტა ძალა, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.