რედაქტორისგან
ნეონაცისტურმა ძალებმა საქართველოში კონსოლიდაცია მოახდინეს და შეუძლიათ, იოლად მოვიდნენ ხელისუფლებაში - არნო ხიდირბეგიშვილი

 გუშინწინ სოციალურ ქსელებში ფართოდ გაავრცელეს ვიდეორგოლი - როგორ აყენებენ შეურაცხყოფას თბილისში რუს ტურისტებს. ეს იყო ფეიკი, რომელიც „ტვიტერში“ თავის გვერდზე განათავსა კრემლის პულის ჟურნალისტმა, „კომსომოლსკაია პრავდას“ სპეცკორესპონდენტმა დიმიტრი სმირნოვმა. არა, შემთხვევას, როდესაც მიშაიუგენდის „თავისუფალი ზონის“ (სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული საბრძოლო ქვედანაყოფი) აქტივისტები რუს ავტოტურისტს შეურაცხყოფენ, მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ 2014 წელს და არა ახლა, თუმცა პროვოკაცია ნაწილობრივ გამოვიდა!

სხვათაშორის, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის წამყვან მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში მე სწორედ ამ შემთხვევას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ხელისუფლება მსგავს გამოხდომებზე თვალს ხუჭავდა, საქინფორმის მწვავე რეაქციის მიუხედავად. ახლა კი ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ტიპის და სხვა მსგავსმა ლიბერალებმა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში სააკაშვილის პარტიებთან და მის სატელიტებთან კონსოლიდაცია მოახდინეს - სწორედ ესენი არიან ნეონაცისტები ანუ ქართველი ბანდერელები. ისინი მცირერიცხოვანნი, მაგრამ აგრესიულები არიან, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა რუსოფობიური მოტივებით საქართველოში უწინდებურად დაუსჯადია. აი, ასე, თამაშ-თამაშით, რუსთაველზე უხამსი ანდერგრაუნდით და ყოველდღიური ფლეშმობებით ისინი საქართველოში ხელისუფლებაში მოვლენ.

პუტჩისტები დამნაშავედ არ მიმაჩნია - მათ არასდროს დაუმალავთ თავიანთი რუსოფობიური და ფაშისტური არსი! დღეს ისინი საათობრივ ანაზღაურებას იღებენ სააკაშვილისაგან და შტურმზე წავიდნენ, რათა ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, რომლის სათავეში სააკაშვილს და მის მეუღლე რულოვსს დააბრუნებენ.

დამნაშავეა მოქმედი ხელისუფლება. შსს დროულად რომ გაეწმინდათ სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთგული თანამშრომლებისაგან, 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმი ხულიგნებს ხელკეტებით და წყლის ჭავლით დაშლიდა - მომეტებული შემაჩერებელი მოქმედების მქონე რეზინის ტყვიების გამოყენების გარეშე! რაც მთავარია - ხელისუფლებამ ანტირუსულ რიტორიკაში სააკაშვილის რეჟიმს გადააჭარბა, ყოველდღე და ყოველ საათს აკეთებდა რა განცხადებებს, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს №1 მტერია, და რომ საქართველო ამას არ შეურიგდება. იმავე დროს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მეშვეობით გრიგორი კარასინს გადაეცემოდა მესიჯები - აქაოდა, ამას ბოროტებით და საკუთარი ნებით არ ვაკეთებთო. ეს ამბავი ამჯერადაც ჩაივლიდა, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მორიგი განცხადება. რუსეთში ხომ ჰგონიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი! ივანიშვილმა მას ჩუმად ყოფნისთვის გადაუხადა - პრეზიდენტად დანიშნა, შესაბამისი პანსიონი გამოუყო და კეთილმოწყობილ საპრეზიდენტო სასახლეში დაასახლა, იმიტომ რომ მის ყოველ რეპლიკას დიდი პრობლემები მოაქვს საქართველოსთვის.

მაგრამ ზურაბიშვილი ჭეშმარიტად თამარ მეფეა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შედარებით, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელია! ორი წლის განმავლობაში თანამდებობაზე ყოფნის ყოველ ცისმარე დღეს პრემიერი თავის სულელურ გამოსვლებს - ხაზს ვუსვამ - უკლებლივ ყველას! ერთი და იმავე ფრაზით იწყებს: საქართველოსა და აშშ- შორის ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ დონეზეა, როგორც არასდროს ყოფილა!“. ამავე სულელური ტყუილით დაიწყო მან თავისი გამოსვლა გუშინ ამერიკის საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე...

ამ დროს კი ხდებოდა ყველაზე უფრო საშინელი რამ - პროვოკატორებს, რომლებსაც 2012-2013 წლებში ქუჩაში ცხვირის გამოყოფის ეშინოდათ, დაუსჯელობის შეგრძნება გაუჩნდათ - ანუ რუსეთის და „რუსი ოკუპანტებისთვის“ შარის მოდება, ვიღაცის პრორუსულობაში დადანაშაულება ახლა „კარგი ტონი“ გახდა და „პატრიოტიზმზე“ მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილს ეს შინაგანად სულაც არ უხაროდა - ყველაფერი, რაც რუსეთთან მისი ინიციატივით იქნა მიღწეული, შეიძლებოდა, ქვესკნელში გადაჩეხილიყო! - მაგრამ მას ეშინოდა ხმის ჩაწყვეტინება თავისივე დანიშნული თავქარიანებისთვის, რომლებსაც შეიძლებოდა, მასზე აშშ-ის საელჩოში ეჩივლათ და ამგვარად გადადგომის შემდეგ საკუთარი დასაქმება უზრუნველეყოთ. დღეს ბუმერანგი ივანიშვილს მოუბრუნდა და მტკივნეულად დაარტყა რუსოფობიის დუმილით ხელშეწყობის და სააკაშვილის დამნაშავეებთან კოჰაბიტაციის გამო, რაზე წასვლაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ აიძულა.

დაბოლოს - დანავსული დეპუტატის გავრილოვის შესახებ, რომელმაც ერთი ჩამოსვლით ააფეთქა რუსეთსა და საქართველოს შორის ხიდი, რომელსაც 2004 წლიდან აგურ-აგურ ვაშენებდით და თან სააკაშვილის მიერ ქართველებსა და რუსებს შორის აღმართულ კედელს ვშლიდით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისევ სისხლში გაისვარა, რომლის ჩამორეცხვას 2008 წლის შემდეგ ვცდილობდით და ისეთ წარმატებას მივაღწიეთ, რომ ამერიკული გამოკითხვებითაც კი საქართველოს მოსახლეობის 30% (რეალურად კი - ორჯერ მეტი!) ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა რუსეთთან მეგობრობის აღდგენას და ნატოს წინააღმდეგი იყო! გავრილოვი თვითმფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა, ხოლო დარტყმის ქვეშ სწორედ ისინი - საქართველოს ნორმალურ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დააყენა. ნეონაცისტური ძალები ხომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანგარიშსწორებას დაიწყებენ, რისგანაც ადამიანებს ვერავინ დაიცავს! და რა თავმოყვარეობით ჩაჯდა გავრილოვი სავარძელში, რომლიდანაც რუსეთს ყოველდღე ოკუპანტს და მტერს უწოდებენ?! სად არის მისი, როგორც რუსის სიამაყე?

პასუხის იმედით ამხანაგ გავრილოვს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი მის ფეისბუქგვერდზე, მაგრამ მან ისინი წაშალა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 5 ივლისი
საქართველო, თბილისი