საზოგადოება
რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის შეტანაზე შესაძლო აკრძალვის გამო საქართველოს ეკონომიკის დანაკარგმა შესაძლოა ერთი მილიარდი დოლარი შეადგინოს - გენადი ონიშჩენკო

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთის რუსეთის ბაზარი დაიკეტება, ქართული ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, ქართული მეღვინეობა ნამდვილად ჩამოიშლება. თუ ჩვენ სანქციებს დავადებთ, ქართველმა ხალხმა თავიანთ პოლიტიკოსებს უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონზე თუ საკუთარ ხალხზე“, - განაცხადა ონიშჩენკომ.

ამას გარდა, რუსეთის დუმის ამჟამინდელი დეპუტატი და ქვეყნის ყოფილი მთავარი სანიტარი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს რუსეთში საქართველოდან ღვინისა და წყლების იმპორტის აკრძალვას.

როგორც ონიშჩენკო განმარტავს, აკრძალვის პროცედურა „ძალზე მარტივია.

გაიცემა ბრძანება; საბაჟო არ უშვებს. იქ მხოლოდ ორი პუნქტია. ეს საერთოდ საკითხიც აღარაა, აკრძალეს და მორჩა“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი 8 ივლისს გამოვიდა. სერგეი ნევეროვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხიც განიხილონ და დაამტკიცონ.