საზოგადოება
პატრიარქი თავის ბერებთან ერთად მიასვენებს სააკაშვილის მიერ ცხინვალის ტყეებში მიტოვებული ჯარისკაცების გვამებს - საზარელი ფოტოები, რომლებიც ნატო-ს წვრთნებზე სულ ტყუილად არ უჩვენეს

 საქართველო. 12 აგვისტო, საქინფორმი. თქვენს წინაშე, ძვირფასო მკითხველებო, მხოლოდ რამდენიმე საშინელი კადრია, რომლებიც არასასურველია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა ნახონ. ეს არის ხრწნაშეპარული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, სააკაშვილის რეჟიმის უმოქმედობის დანახვისას, თავად გამოჰყავს ცხინვალის მახლობლად მდებარე მინდვრებიდან და ტყეებიდან, სადაც ისინი დაიღუპნენ. რუსეთის სარდლობამ ამის ნებართვა გასცა და ქართულ მხარეს სთხოვდა კიდეც ამის გაკეთებას: ”ბოლოსდაბოლოს, ხომ მართლმადიდებლები ხართ?! თქვენი ჯარისკაცების გვამებს ღორები ჭამენ, რატომ არ მიგყავთ ისინი?!“- მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას 58-ე არმიის მეთაური, გენერალუ ხრულიოვი.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეს კადრები არ უჩვენეს ეკრანზე ნატო-ს წვრთნების "Agile Spirit" მონაწილეებს, და მხოლოდ მოვალეობის მომხდელი სიტყვებით შემოიფარგლნენ „ნატოსკენ საქართველოს უალტერნატივო მისწრაფების შესახებ, რადგან ალიანსი გლობალური უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში“.

 


საქინფორმი