პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს „კეთილი“ განცხადებები გამოიწვევს გაურკვევლობას და შექმნის დამატებით პრობლემებს - საქინფორმი

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს განცხადებები, რომლებიც გაოცებას იწვევს.

მამუკა ბახტაძემ გაიხსენა აფხაზეთში მომხდარი ტრაგედია და აღნიშნა, რომ ქართველებს და აფხაზებს აქვთ საერთო ფესვები, ამიტომ ერთობლივად უნდა გადალახონ ეს ტკივილი და იმუშაონ საერთო მშვიდობიანი მომავლისთვის”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, მიიღონ ეფექტური ზომები ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ქმედებების საწინააღმდეგოდ, და, ამავედროულად მიმართა რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, შეწყვიტონ უკანონო პროცესი სოფელ გუგუტიანკარის რაიონშ”.

     საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის "კეთილი სიტყვები", რომელიც, ერთი შეხედვით, არის ნაკარნახევი მათ მოქალაქეებზე ზრუნვით, სავარაუდოდ, გაუგებრობასა და გაღიზიანებას გამოიწვევს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში, შედეგად, შესაძლოა, საქართველომ არსებული პრობლემების გარდა, კიდევ უფრო მეტი პრობლემები მიიღოს.

ნუთუ სახელმწიფოს მეთაური - პრემიერ-მინისტრი ან პირველი დიპლომატი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი - არ ითვალისწინებენ პოლიტიკურ რეალობას და განცხადებებს მხოლოდ დასავლეთის და იდიოტების დასანახად აკეთებენ?! იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს, რადგან მათი გზავნილები მთლიანად მოწყვეტილია რეალობას მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების კონტექსტში.

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ალბათ, არ იცის, რომ აფხაზებს დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ თავიანთი ფესვების შესახებ და თავიანთ მომავალს რუსეთს უკავშირებენ, რადგან შერიგების მინისტრი, ქალბატონი ციხელაშვილი, აფხაზებსა და ოსებთან რუდუნებით მუშაობის ნაცვლად, "მტრებსა" და "ოკუპანტებზე" იარლიყების ჩამოკიდებით არის დაკავებული...

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკიდურესად არადიპლომატიურად მოიქცა, როცა რუსეთს დასავლეთთან უჩიოდა - და, ამავე დროს, რუსეთისგან მოითხოვდა დემარკაციის პროცესის შეწყვეტას! როგორც ჩანს, ბატონ ზალკალიანს დაავიწყდა, რომ საქართველომ რფ-თან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა (რაც უკრაინას არ გაუკეთებია) და ამიტომ ეს მუქარნარევი მიმართვა, როგორც მინიმუმ, უცნაურად ჟღერს...

   და რა გამოვიდა?! ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამით თბილისი სოხუმსა და ცხინვალთვის უფრო ახლობელი გახდეს, აი მოსკოვში კი შეიძლება დაფიქრდნენ - არა, ბატონო ქართველებო, ასე არ გამოვა, ავიამიმოსვლის შეწყვეტა აშკარად გეცოტავათ!..

     მაშ ნუთუ არ შეიძება იმავეს თქმა, მაგრამ განსხვავებული ტონით და განსხვავებულ ფორმატში, რუსებთან, აფხაზებთასა და ოსებთან პირისპირ - შუამავლებისა და ჟურნალისტების გარეშე?! ნუთუ იმ ქვეყნის მთავრობა, რომლის ეკონომიკის "ლომის წილი" რუსი ინვესტორების, ტურისტებისა და რუსეთში ექსპორტის ხარჯზე არსებობს, ​​შეგნებულად ამძაფრებს სიტუაციას და მალე საქართველოს აღარ ეცლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისთვის?

საქინფორმის რედაქცია