პუბლიკაციები
ზურაბიშვილის მოწოდება რუსეთის პოზიციის შეცვლის შესახებ დანაშაულის გადაბრალებას ჰგავს - სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რფ-ის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეაგირება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც რუსეთს მოუწოდებს შეცვალონ პოზიცია და არ ააგონ ურთიერთობები ქვეყნებს შორის „იძულებაზე”. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დიმიტრი ნოვიკოვმა აღიარა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთს მხრიდან საქართველოზე ზეწოლის არც ერთი მაგალითი არ ყოფილა. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ობიექტურად აუცილებელია, რაც გამომდინარეობს ჩვენი ხალხის ინტერესებიდან, კულტურული და ეკონომიკური საჭიროებიდან, იმ ოჯახური კავშირებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი ქვეყნების ბევრ მოქალაქეს აკავშირებს. სულ ახლახან ჩვენ ერთსახელმწიფოს ფარგლებში ვცხოვრობდით. ამგვარი განცხადებებით, საქართველოს პრეზიდენტი სიგნალებს იძლევა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”, - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ამავე დროს, ნოვიკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს აქვს მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესების შესახებ, ზურაბიშვილი მოსკოვის გადამწყვეტ როლზე მიუთითებს. თუმცა შეუძლებელია რაიმე ფაქტის მოყვანა, რომ დიდი რუსეთი ახდენს ზეწოლას პატარა საქართველოზე. ამიტომ, მის განცხადებაში ეს მაგალითები არგაჟღერებულა. სინამდვილეში, ეს დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებას ჰგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, განცხადება ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ მისასალმებელი, ”- დასძინა ნოვიკოვმა.