პუბლიკაციები
ზურაბიშვილმა შური იძია რუსეთზე თავისი ემიგრანტი წინაპრების გამო, თუ არაფერი სმენია სტალინსა და ქანთარიაზე?! - საქინფორმი

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონეთში არ ჩასულან აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, იაპონიის, ჩინეთის, ბელორუსის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები, სამაგიეროდ, ჩავიდნენ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები…

   პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულები გაიმართა. მმართველმა პარტიამ „სამართლი და სამართლიანობა” (PiS) გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვანი თარიღის გამოყენება პოლიტიკური დემონსტრაციისთვის და პოლონეთში დასავლური დემოკრატიის ლიდერების არაფორმალური სამიტის გამართვა. პოლონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევაზე, რის შედეგადაც მათი ”გენიალური” გეგმა ჩაიშალა: დღესასწაულებში მონაწილეობა არ მიუღია ევროპისა და აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებიარცერთ ლიდერს, ბელორუსის, სომხეთისდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს.

სამაგიეროდ, ვარშავაში ჩავიდნენ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები - ვლადიმერ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, ”დაავიწყდათ”, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის ეს ომი, პირველ რიგში, დიდი სამამულო ომი იყო, რადგან მაშინ ჩვენ ერთი სამშობლო - სსრკ გვქონდა.

იმ ანტირუსულ შაბაშში მონაწილეობით, ზურაბიშვილმა დააზარალა არა რუსეთი, არამედ საქართველო, შეურაცხყო არა რუსები, არამედ თავისი მოქალაქეები - დიდი სამამულო ომის ყველა ეროვნების ვეტერანები, რომლებიც საქართველოში 700-მდე დარჩნენ, და ასევე ყველა ის 700 ათასი გმირის - საქართველოს შვილის ხსოვნა, რომლებიც დიდ გამარჯვებაავის რუს ძმებთან ერთად ჭედდნენ! ნუთუ ქალბატონმა ზურაბიშვილმა არაფერი იცის გამრჯვების დროშის შესახებ რეიხსტაგზე, რომელიც ეგოროვმა და ქანთარიამ აღმართეს?! ნუთუ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სტალინის პატივისმცემელი შარლს დე გოლის ქვეყანაში, არ უნდა ამაყობდეს, რომ წითელი არმიის მაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც ფაშიზმი გაანადგურა, ქართველი იყო?! რომელმაც იხსნა მისი მშობლიური საფრანგეთი, ისევე როგორც პოლონეთი, საქართველო და მთელი მსოფლიო ჰიტლერული გერმანიისგან?

ან იქნებ ... ამით სალომე ზურაბიშვილს რუსეთზე "შურისძიება" სურდა მისპატივცემულწინაპრების გამო, რომლებიც წითელ არმიას ემიგრაციაში, საფრანგეთში გაექცნენ?!

საქინფორმის რედაქცია