პუბლიკაციები
„მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება სწორად შეაფასონ ობიექტური რეალობა -სიმართლე იქნება ჩვენი ძირითადი იარაღი“ - გიორგი გახარია

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატებს მიმართა. მისი განცხადებით, პროპაგანდა და სიცრუე მოქალაქეზე პირდაპირი ზემოქმედების ინსტრუმენტი გახდა.

პროპაგანდა და სიცრუე, ეს გახდა პირდაპირი ზემოქმედების ინსტრუმენტი მოქალაქეზე, რომელსაც უქმნიან რაღაც აპოკალიფსის შეგრძნებას და ქმნიან ამით რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშისტული ინსტრუმენტი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს დარჩათ ხელში და რომელსაც იყენებენ. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სიმართლე (არ ვამბობთ სიმართლე განზოგადებულად ვიღაცისთვის, ჩვენთვისაც), ეს სიმართლის ინსტრუმენტები და სიმართლე, როგორც არგუმენტი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება სწორად შეაფასონ ობიექტური რეალობა. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლე უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ, რომ ეს პირველ რიგში შეიძლება იყოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული მაშინ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ეფექტურები, შედეგიანები და კეთილსინდისიერები და ამის მოთმენა მოგვიწევს. ეს არის გარანტია იმის და თვითონ, საარჩევნო სისტემაც და ის ნაბიჯები რომელიც იყო გადადგმული არის გარანტია იმის, რომ ჩვენ აქ დიდ წინააღმდეგობებს და დიდ დისკომფორტებს ვერ ვგრძნობთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.