სამართალი
ბაქოს ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული, რომლის დროსაც ქალი დაშავდა, ამ დრომდე დაკავებული არ არის

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევა 30 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

მომხდარის შედეგად დაშავებულია ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.