საზოგადოება
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“დაწერა.

აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს, დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.