პუბლიკაციები
სააკაშვილის ჰაკერების უპრეცედენტო კიბერშეტევა - „ქართული ოცნების“ დაუდევრობისა და სიმხდალის შედეგია - საქინფორმის საგანგებო განცხადება

   2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჰაკერების ჯგუფმა, მსოფლიო მასშტაბებითაც კი უპრეცედენტო კიბერშეტევა განახორციელსაქართველოში უმსხვილესი პროვაიდერის Proservice.ge/Serv.ge სერვერებზე, რის შედეგადაც შერჩევით გატყდა 15 ათასზე მეტი ინტერნეტ-რესურსი.

- სამთავრობო დაწესებულებების საიტები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლოების, რომლებიც შეიცავს თავისუფალი წვდომისთვის დახურულ საქმის მასალებსდა პირად მონაცემებს;

- საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის საქინფორმის, და ტელევიზიების, მათ შორის იმედისადა მაესტროსჩათვლით, რამაც მათ დიდი ზიანი მიაყენა და აიძულმაუწყებლობის შეჩერება;

- კერძო კომპანიებისდა მომხმარებლების ვებსაიტები, მათ შორის საქინფორმის მთავარი რედაქტორის, ქართველი პუბლიცისტისა და პოლიტოლოგის, არნო ხიდირბეგიშვილის ვებსაიტი.

ამ საიტებიდან მთელი ინფორმაცია წაიშალა და ამის ნაცვლად განთავსდა მოცინარი სააკაშვილის, თანდათანობით მზარდი ფოტო, ინგლისური წარწერით I’LL BE BFCK ("მე დავბრუნდები").

ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული საიტი ეკუთვნოდა:

- ან ექსპრეზიდენტისა და მისი ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (შემდგომში "ენმ") პოლიტიკურ ოპონენტებს - ანუ მოქმედი მთავრობის ორგანოებს, რომლებიც დაკომპლექტებულია საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნებით”;

- ან სააკაშვილისა და“ენმ“-ის მტრებს, რომლებიც მრავალწლიან უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებენ მათთან - მაგალითად, საქინფორმსა და მის მთავარ რედაქტორს;

- ან კერძო კომპანიებსა და პირებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოში - სააკაშვილის, ხოლო ხელისუფლებაში მისი პარტიის დაბრუნებას

პირველ რიგში, საქინფორმი, რედაქციისდა მრავალრიცხოვანი მკითხველს სახელით, მადლობას უხდიკომპანია Proservice.ge/Serv.ge- მთელ მაღალკვალიფიციურ გუნდს, რომლის თავდაუზოგავი მუშაობის წყალობითაც უკვე აღდგა საქინფორმისა და ბევრი სხვა ვებსაიტიც. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტყუილუბრალოდ როდი წარმოადგენენ ლიდერს საქართველოში ყველა სხვა პროვაიდერს შორის, და მათთან ტყუილუბრალოდ როდი თანამშრომლობენ ხელისუფლებაც, მედიაც, სამართალდამცავი ორგანოებიცა და ბიზნესი.

რაც შეეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემების ან / და კომპიუტერულ სისტემაში ჩარევა) მუხლების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე, საქინფორმი ღრმაეჭვობს, რომ ეს დანაშაული გაიხსნება, აზეც რედაქციას მყარი საფუძველი აქვს:

1. გუშინ ჩადენილი დანაშაული არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგი 2012 წლიდან დღემდე. სააკაშვილის მიერ მოსყიდული ზოგიერთი კონგრესმენის, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებლისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწეების მესამე მრჩევლების პირით დასავლეთის მხრიდან კრიტიკის შიშით, ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში ნებაზე მიუშვა დანაშაულებრიივ კორპორაციენმ და მისმეთაური - კაცობრიობის წინაშე დამნაშავე ჯალათი, თვალთმაქცი და ნარკომანსააკაშვილი. იმის ნაცვლად, რომ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელებისთვის საქართველოს სს კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ, ხელისუფლებამ მოახდინა „ენმ“-სა და მისი ფილიალის - ევროპული საქართველოს“ ლეგალიზება პოლიტიკურ პარტიებად; 9 წლის განმავლობაში ხელს უწყობდა პროპაგანდისტულ-დივერსიული ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის მაუწყებლობას, მედიასთან გათანაბრებით, ხოლო იმის ნაცვლად, რომ უკრაინის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებისგან მოეთხოვა დამნაშავის - უპასპორტო უპოვარი სააკაშვილის ექსტრადირება, საქართველოს ხელისუფლებამ, პირიქით, მოითხოვა, არ დაებრუნებინათ იგი საქართველოში, მიმდინარე საქმეებისა და სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი განაჩენის მიუხედავად.

2. საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო საქინფორმის უპრეცედენტო ჟურნალისტური გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ინტერნეტ–დივერსანტებთან დაკავშირებით (2011 – 2012 წ.წ.) და, მიუხედავად მასალებისა, რომელთა ნაწილიარაერთხელ გამოქვეყნდა და დღესაც განთავსებულია ინტერნეტში, ხოლო დანარჩენი ნაწილი, ვანო მერაბიშვილისა და გიგი ბოკერიას პირადი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ჰაკერების, ბლოგერებისა და ჟურნალისტებიჯგუფის კონკრეტული სახელებით, ფოტოებით, აუდიო და ვიდეო ფაილებიოფიციალურად გაეგზავნსაქართველოს ორ მთავარ პროკურორს 2012 წლიდან დაწყებული, იუსტიციის მინისტრს, შინაგან საქმეთა ორ მინისტრს 2012 წლიდან დაწყებული, და ორჯერაც - პარტია “ქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ამ უკანასკნელის საქართველოს პრემიერ-მინისტრობისას. ეჭვგარეშეა, რომ გუშინდელკიბერშეტევა მათი მორიგი „შედევრია“.

და დასასრულ, მოხდარის პოლიტიკურშემადგენლის შესახებ, რაც სააკაშვილსა და მისმხარდამჭერების დიდი გამარჯვებასაქართველოში. პოლიტიკური პიარის ოსტატმა, სააკაშვილმა ყველას აჩვენა, რომ 9-წლიანი დევნისდა თავგადასავლების მიუხედავად, იგი არ დანებდა და მალე ისევე იოლად დაბრუნდება საქართველოში და დაამხობს მის ხელისუფლებას, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისა და ყველა იმ ურჩის ვებსაიტები გატეხა, ვისაც მძიმე ანგარიშსწორება არ ასცდება! და ბევრმა კვლავაც დაიჯერა ეს, ხოლო დანარჩენები - ჩაფიქრდნენ ...

საქინფორმის რედაქცია
2019 წლის 29 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

საქინფორმი ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს საიტზე და სრულფასოვნად ამუშავდება ხვალ, 30 ოქტომბერს.