რელიგია
სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა.

მინდა გითხრათ, რომ 31 ოქტომბერს ჩაინიშნა სინოდის სხდომა, დღის 12:00 საათზე. ეს არის მისი უწმინდებულესობის გადაწყვეტილება, რომელიც მან სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა

მისი ინფორმაციით, სხდომას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობიც დაესწრება, „რომლის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“.

რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - განაცახადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.