საზოგადოება
პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის დღეს არსებული სტატუსკვოთი შეუძლებელი გახდება - გიგა ბოკერია

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის დღეს არსებული სტატუსკვოთი შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება შემდგომ დღეებშიც.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ სტატუსკვოთი, როგორიც დღეს არის, გახდება დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ საერთო ჯამში შეუძლებელი. რამდენი დროც დასჭირდება, იმდენი ხანი უნდა იყოს მწვავე პროტესტი. ეს ე.წ. გაერთიანება არის საზოგადოების პროტესტი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, სამარცხვინო ლიდერის წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანება საზოგადოების თამაშის წესებზე და არა პოლიტიკური კოალიცია მომავალ მმართველობაზე. იმაზე, როგორ ამცირებს ივანიშვილი მთელ საზოგადოებას და როგორ იქცა ის პრობლემად მთელი ქვეყნისთვის - ამაზე თანხმდებიან პარტიები კი არა, მათ შორის ადამიანებიც, რომლებიც ვერაფერ დანარჩენზე ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.