პუბლიკაციები
ნატო არ არის დაინტერესებული უკრაინის მიღებით, დასავლეთს არ სურს კონფლიქტი რუსეთთან! - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენი

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ნატოს არ სურს პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან და არ არის დაინტერესებული თავის რიგებში უკრაინის მიღებით. კანადის ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე, ო’ბრაიანს ჰკითხეს - უნდა მიიღოს თუ არა ნატომ უფრო მეტად აქტიური ზომები უკრაინის ”რუსული აგრესიისგან” დასაცავად. რაც შეეხება ნატო- და უკრაინას, არ მგონია, რომ ახლა ეს დღის წესრიგშია. მე არ ვფიქრობ, რომ ნატო-სთვის მთლიანობაში მიმზიდველი იქნებოდა უკრაინის მიღება და რუსეთთან უშუალო კონფლიქტში შესვლა,- განცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმაეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მან დასძინა, რომ დასავლეთს არ სურს კონფლიქტი რუსეთთან და რომ ნატო შეიქმნა ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

მანამდე ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში უკრაინის ევროკავშირის წევრობის შესახებ საუბარი არარეალური. ხოლო ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ადრე თქვა, რომ ალიანსში გაწევრებისთვის უკრაინას დასჭირდება რიგი კრიტერიუმების მიღწევა, რომელთა შესრულებას დიდი დრო დასჭირდება. ექსპერტები თვლიან, რომ კიევი უახლოესი 20 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებ.