უცხოეთი
დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს - ხომ არ ისურვებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ, რომელიც გსურთ

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მედიის ცნობით, ნატო-ს ლონდონის სამიტზე, ერთ დროს საკმაოდ ახლო მეგობრების, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის რამდენიმე უხერხული მომენტი შეიქმნა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ფრანგი კოლეგის განცხადებები ნატო-ს „ტვინის სიკვდილის“ შესახებ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო შემდგომ ჟურნალისტების წინ ჰკითხა, ხომ არ ისურვებდა „ისლამური სახელმწიფოს რამოდენიმე მებრძოლს“.

„ბევრი მათგანი საფრანგეთიდანაა, ბევრი გერმანიიდან, ბევრიც გაერთიანებული სამეფოდან. ძირითადად ისინი ევროპიდან არიან. ამ თემაზე თქვენთან არ მისაუბრია. ხომ არ ინებებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ ნებისმიერი, რომელსაც აარჩევთ“, - განუცხადა ტრამპმა მაკრონს.

„მოდი სერიოზულები ვიყოთ. მებრძოლები, რომლებიც თქვენ გყავთ, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან არიან. მართალია, რომ თქვენ გყავთ ევროპელი მებრძოლებიც, თუმცა ეს მთლიანი პრობლემის ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს“,-განაცხადა მაკრონმა.

interpressnews.ge