რელიგია
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა და ხალხი იყოს ბედნიერი - ილია მეორე

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან განაცხადა, სადაც ალილოს მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ.

პატრიარქმა მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა.

გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობა – ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება, რომელიც დღეს აქ გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა.