უცხოეთი
დონალდ ტრამპი - მოვუწოდებთ ევროპაში მეგობრებს, ისარგებლონ ჩვენი ბუნებრივი რესურსებით და მიაღწიონ ნამდვილ ენერგოდამოუკიდებლობას

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გაზი აშშ-სგან იყიდონ.

დონალდ ტრამპის თქმით, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ენერგოუსაფრთხოების მოპოვება.

აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ იმდენად წარმატებული ვართ, ამერიკის შეერთებული შტატები მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისგან ენერგორესურსების იმპორტს აღარ უნდა ახორციელებს. ამერიკული ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობა არსებობს იმისთვის, რომ ევროპელი მოკავშირეებიც არ იყვნენ არამეგობრულად განწყობილ მომწოდებლებზე დამოკიდებული. მოვუწოდებთ ევროპაში ჩვენს მეგობრებს, ისარგებლონ ჩვენი ბუნებრივი რესურსებით და მიაღწიონ ნამდვილ ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

1tv.ge