რედაქტორისგან
დამოუკიდებლობა საჭიროა კეთილდღეობისთვის და არა საფლავის ქვებისთვის! - ხიდირბეგიშვილი კომენტარი მიუნხენში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შესახებ (SPUTNIK)

   ”შეუძლებელია ცალსახად შეაფასო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა ფაშინიანი შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. კონფლიქტის მხარეებს შორის თავად დიალოგის ფაქტი ძალიან სასიამოვნოა (რასაც, სამწუხაროდ, საქართველო არ აკეთებს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აშშ-ის რისხვას გამოწვევის შიშით), სამწუხაროა კი ის ფაქტი, რომ ჩვენ ისევ ვერ შევამჩნიეთ ახალი მიდგომა მეზობელ ქვეყნებს შორის პრობლემის გადასაჭრელად.

ურთიერთსაყვედურები და ისტორიაში ქექვა - ვისია ეს მიწაა და ვინ ცხოვრობდა იქ ყველაზე ადრე - ეს მოძველებული მიდგომაა, ესაა გრძელი გზა არსაით, რომლის ბოლოშიც ახალი ომია. დაე, მტვრიან ბიბლიოთეკებში ისტორიკოსები დაკავდნენ დაუსრულებელი სამეცნიერო დავებით, თანამედროვე კრეატიულმა პოლიტიკოსებმა კი უნდა გამონახონ ახალი მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად! წინააღმდეგ შემთხვევაში, უაზრობა გამოდის: ისთის სჭირდება დამოუკიდებლობა ყარაბაღს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს? მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, თუ საფლავის ქვებისთვის?!

ე.წ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყარაბაღი აყვავდა? არა, მარტო ავტომატების ლულებით... არადა ის სიმდიდრით არაბთა საამიროებს გადააჭარბებდა, თუ იმ მილიარდებს, რომლებიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებაზე დახარჯეს, მთიანი ყარაბაღის განვითარებაზე მიმართავდნენ!

აყვავდაკი თავად სომხეთი, რომელიც ყოველ ჯერზე სატრანსპორტო ბლოკადაში ხვდება, როგორც კი თოვლი საქართველოს გავლით გზას გადაკეტავს? არა! განა ეს ყოველ ჯერზე საშინელი დარტყმა არ არის სომხეთის ეკონომიკისთვის, განა არ წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის? კონფლიკტის მოგვარების შენთხვევში კი ათასობით სომხური ტრაილერი, რომლებიც დღეს ზემო ლარსზე გაიყინნენ, აზერბაიჯანიდან ერევნისკენ გაემართებოდნენ! წარმოიდგინეთ, როგორ აყვავდებოდა სომხეთი, თუ შეუერთდებოდა ყველა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტს, რომლებშიც აზერბაიჯანი მონაწილეობს!

აყვავდნენ კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში? არა, მათ დაღმავლობა განიცადეს და საბჭოთა პერიოდთან შედარებით გაცილებით უკან დაიხიეს, მიუხედავად რუსეთის ბიუჯეტიდან მუდმივი დახმარებისა, რომელიც ფუჭად იფლანგება და კორუმპირებული ადგილობრივი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება!

ძნელია ლაპარაკი საქართველოს აყვავებაზეც, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია და ამავე რაოდენობის ადამიანი სამუშაოდ საზღვარგარეთ არის გახიზნული...

ადრე თუ გვიან, საჭირო გახდება ამბიციების გადალახვა და იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ერთად ყვაოდნენ საბჭოთა კავშირის დროს. და რომ დღეს ქართველები, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ აფხაზებისდა ოსებისთვის წასაბაძ მაგალითს, როგორც საბჭოთა კავშირის ხალხთა შორის ყველაზე მოწინავე და თავისუფალი, დღეს იქცა დასავლეთის მიერ დაკომპლექსებულად, რომლებიც კონტრპროდუქტიულ არაპრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარი თავის საზიანოდ!

ადრე თუ გვიან, მოგვიწევს გახსენება, რომ ნახევარი მილიონი სომეხი აზერბაიჯანში იმაზე უარესად როდი ცხოვრობდა, ვიდრე სომხეთში. ბიზნესმენები და ჩინოვნიკები, სპეციალისტები და მეცნიერები - აზერბაიჯანში მათ ჰქონდათ არანაკლები შესაძლებლობები, ვიდრე თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.

და როგორ ავხსნათ, რატომ ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად საქართველოში, მაგრამ ომობენ ყარაბაღში?! რატომ არის, რომ ქართველები, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, აფხაზებსადა ოსებთან შეხვედრისას, ეხვევიან და ცრემლღვრიან, მღერიან „მრავალჟამიერს“ და ადღეგრძელებენ ერთმანეთს, და იბრძვიან საერთო სამშობლოში?! გამოდის, ეს ეთნიკური კონფლიქტები კი არა, მექანიკური იყო, გარედან ვიღაცის მიერ შემოგდებული პროვოკაციები?!

და ამ აღიარებას სხვებიც მოჰყვება, გაცილებით საშინელი - რომ ამ გაუგებარი ომების ყველა მსხვერპლი უშედეგო იყო... და რომ სტალინის მიერ შექმნილი ბალანსისა და საპირწონეების სისტემა სწორად მუშაობდა მანამ, სანამ ყარაბაღმა არ შეარყია მისი წონასწორობა და მთლიანად გაანადგურა! ეყოფათ კი საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებს, რომ ეს უსიამოვნო რეალიები აღიარონ?!

მაშ, როგორ უნდა მოიქცნენ დღეს ბაქო და ერევანი, თბილისი, სოხუმი და ცხინვალი? რა თქმა უნდა, არ უნდა იბრძოლონ - უამრავი ქართული მიწა მდებარეობს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგალითად, თურქეთის, მაგრამ საქართველო არ ომობს თურქეთთან და მისი სტრატეგიული პარტნიორია. იქნებ სწორედ ეს არის ახალი მიდგომის გასაღები? ანუ, ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და ლტოლვილთა ორგანიზებულად დაბრუნების პროცესის, ტერიტორიების სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის გარანტიების შემუშავების პარალელურად - ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თანამშრომლობა და ადამიანთა შორის ყველა ხელოვნური ბარიერის აღმოფხვრა? რას იტყვით?”

წყარო: SPUTNIK
2020 წლის 18 თებერვალი
საქართველო, თბილისი