უცხოეთი
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური - სომხეთთან საზღვარზე დივერსიის აღკვეთის დროს ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სომხეთთან საზღვარზე დივერსიის აღკვეთის დროს ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დივერსიის მოწყობა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას, ყაზახის რაიონში სცადეს“.

„დანაკარგია სომხურ მხარესაც. დაღუპულია სომხეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე, სულ მცირე ერთი დაჭრილია“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლი აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა. მათივე თქმით, მსუბუქადაა დაჭრილი ერთი სომეხი ჯარისკაცი.

1tv.ge